დიმიტრი მედვედევი - ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები - კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთის პოლიტიკა რუსოფობიასა და რუსეთის განადგურების სურვილზეა დაფუძნებული, რისთვისაც ისინი კრიმინალებს ქირაობენ.

მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გასაკვირი არ არის, რომ მსგავს ბრძოლაში ფსონებს ნაძირალებზე ჩამოდიან.

„ევროპელი ფარისევლები ბანდიტებს, მკვლელებსა და ტერორისტებს ქირაობენ. ეს უვარგისები კი სულელები და ამბიციურები არიან. მათი მართვა და მოგვიანებით მოშორება მარტივია. მხოლოდ დაფინანსების არხების გადაკეტვა და მათგან საჯაროდ გვერდზე გადგომაა საჭირო, როგორც კი ვითარება ჩიხში შევა. გავიხსენოთ სააკაშვილის ბედი. მსგავსი სამარცხვინოები, როგორიც ის და კიეველი ნარკომანია, კოლექტიური დასავლეთისთვის სახარჯი მასალები არიან. კარგად ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მას მისი პატრონები. ახლა ის უკიდურესად საცოდავ სანახაობას წარმოადგენს. კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც არაფრით უკეთესი არ არის და თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ აქტიურად მიიწევს“, - აღნიშნა მედვედევმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს