ცოტნე მირცხულავა - ის ამბავი ხომ გახსოვთ, ნიკა მელიას რომ თავს დაესხნენ სამტრედიაში, სწორედ იმ ამბავზე, ხვალ, პროკურატურა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალს წამიყენებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ წევრს, ცოტნე მირცხულავას, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში საარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მისი თანმხლები პირი იყო, ხვალ ბრალს წაუყენებენ, - აღნიშნულის შესახებ თავად ცოტნე მირცხულავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ბრალს იმ პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის წაუყენებენ, რომელსაც ასევე ნიკა მელიაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

„ის ამბავი ხომ გახსოვთ, ნიკა მელიას რომ თავს დაესხნენ სამტრედიაში, ჰოდა, სწორედ იმ ამბავზე, ხვალ, პროკურატურა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალს წამიყენებს.

პირდაპირ ეთერში, კამერების წინ მოხდა ყველაფერი. 2 წელია ამ საქმეზე არავინ დაუსჯიათ და ახლა თურმე, პროკურატურამ ბრალი მე უნდა წარმიდგინოს. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. მთავარია, ბოლომდე მივიდეთ და გავიმარჯვოთ. ამ ამბავსაც აუცილებლად ტკბილად გავიხსენებთ”, - წერს მირცხულავა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში მოხდა, ცოტა ხნის წინ, გამოძიება განახლდა. მელიას ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება თავის დროზე ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა პროკურატურამ ბრალის ფორმულირება შეცვალა და გამოძიება საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გაგრძელდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნიკა მელია რამდენიმე კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირისთვის ბრალდება ამ ეტაპამდე წარდგენილი არ არის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა