ვახტანგ კაპანაძე - დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი!

დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი! - ამის შესახებ გენერალ-მაიორი, პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს.

მისი თქმით, ისტორიის გადაწერა მხოლოდ რუსეთს და სეპარატისტულ რეჟიმებს სჭირდებათ.

"რეალობა კი არის ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ოპერაცია ჯერ კიდევ 2006 წელს დაგეგმა რუსეთმა და განხორციელდა კიდეც ფართომასშტაბიანი სწავლება ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვართან.რაც ფაქტიურ მზადყოფნას ნიშნავდა ქვეყანაში შემოსაჭრელად.

ზოგადად კი, რუსეთის მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ - საომარი, ნახევრად ფარული, თუ ჰიბრიდული, საერთოდ 1992 წლიდან იწყება.ასე რომ, ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ომი რუსეთმა დაიწყო, რუსეთი ოკუპანტია! და რაც ასევე უმთავრესია,მიუღებელია იმ გმირების შეურაცხყოფა, ვინც თავის სამშობლოსთვის ომობდა!" - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს