ბულგარეთმა დრონთან დაკავშირებულ ინციდენტზე უკრაინის ელჩი დაიბარა

უკრაინის ელჩი ოლესია ილაშჩუკი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, გაზსადენ „ტრანსბალკანეთის“ საკომპრესორო სადგურთან ახლოს დრონი აფეთქდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საუბარი ორშაბათს, 10 აგვისტოს გაიმართება, ვინაიდან ილაშჩუკი ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთის ტერიტორიიდან შევიდა, რის შემდეგაც გაზსადენის საკომპრესორო სადგურიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ყოფილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „კარდამის“ მახლობლად აფეთქდა.

თავდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ეს უკრაინული დრონი-სატყუარა „მაია“ იყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ თუ უპილოტო საფრენი აპარატი მართლაც უკრაინულია, ის ბულგარეთში უკრაინული მხარის განზრახ ქმედების შედეგად არ მოხვედრილა. ასევე, უწყების მტკიცებით, კიევი მზად არის სოფიასთან თანამშრომლობისთვის, რათა მომხდარის ყველა დეტალი გაირკვეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა