ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აგრძელებს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადებას - გვჭირდება მეტი ზეწოლა

რუსეთი აგრძელებს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადებას, რომელიც მხოლოდ ერთი ქალაქით ან თემით არ შემოიფარგლება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე, პავლოგრადსა და ქვეყნის სხვა რეგიონებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს.

მისი ინფორმაციით, ოდესასა და რეგიონში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ენერგეტიკულ სექტორზე სასტიკი დარტყმის შემდეგ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და პორტი.

„სწორედ ასე ებრძვის რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. ამ დროისთვის ცნობილია, რომ რვა ადამიანი დაშავდა“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ხარკოვში დრონის დარტყმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ოთხი სართული განადგურდა. ათობით ადამიანი დაშავდა და ორი დაიღუპა.

ამასთან, პავლოგრადზე თავდასხმის შედეგად ქალაქში ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. დარტყმები განხორციელდა ჟიტომირის, ნიკოლაევის, კიევის, ხერსონის, სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში.

„რუსეთი აგრძელებს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადებას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქალაქით ან თემით. მხოლოდ ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 61 რაკეტა, მათ შორის 56 ბალისტიკური, 1 560-ზე მეტი დრონი და 1 540 საჰაერო ბომბი გამოიყენეს. ადამიანის სიცოცხლეზე ყოველი ასეთი თავდასხმა მუდმივ შეხსენებას წარმოადგენს - ჩვენ გვჭირდება მეტი ზეწოლა, მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა