წალენჯიხის, მუნიციპალიტეტში სოფელ სქურში, მდინარეში ახალგაზრდა კაცს მაშველები ეძებენ.
ამასთან, როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მაშველებმა მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს დედა და ორი ბავშვი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი კი, რომელსაც ეძებენ, წყალში სწორედ მათ გადასარჩენად შევიდა.