ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან - უკრაინა ყოველთვის აქტიურია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების შესახებ ახალი მოლაპარაკებები იგეგმება.

„ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან, კერძოდ, საჭირო ნაბიჯებსა და წინადადებებზე. უკრაინა ყოველთვის აქტიურია დიპლომატიაში. იქნება ახალი კონტაქტები საჰაერო თავდაცვის პაკეტებთან დაკავშირებით - ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კვირას მოისმინა პრემიერ-მინისტრ სერგეი კორეცკის მოხსენებები და ასევე ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილ დრაპატის უკრაინის ქალაქების დაცვასა და რუსეთის რეაქციასთან დაკავშირებით.

„არსებობს სრულიად ადეკვატური პასუხები; რუსეთის ყველა თავდასხმას ჩვენი პასუხი მოჰყვება. რუსეთის ომს სულ უფრო მეტად იგრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, რუსეთში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურს.

„რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმის ოპერაცია გრძელდება - ეს მათზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასევე განხორციელდა დარტყმები რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რადარის სადგურების წინააღმდეგ, ასევე საპასუხო დარტყმები აზოვისა და შავი ზღვის რეგიონებში რუსეთის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის გაგრძელების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ რუსეთს არ აქვს სურვილი ომი შეწყვიტოს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა