რუსეთმა და სირიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუსული სამხედრო ბაზების მომავალთან დაკავშირებით

სირიამ და რუსეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგების მემორანდუმს სირიის სანაპიროზე რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ, რაც, მათ შორის, სამოქალაქო ობიექტების სირიის სახელმწიფოს მართვაში გადაცემასა და რუსეთის სამხედრო ბაზების ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გადაკეთებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო SANA სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხედრო ბაზებსა და ობიექტებთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ, გადახედონ მათ ფუნქციებს ისე, რომ ისინი სამხედრო ბაზებიდან ერთობლივ სასწავლო ცენტრებად გარდაიქმნან. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმება წელიწადნახევრიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგია.

„მემორანდუმის თანახმად, სირია აიღებს სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების, მათ შორის ხმეიმიმის აეროპორტისა და ტარტუსის პორტში მეოთხე კომერციული ნავმისადგომების მართვას, რაც მათ თანდათანობით ქვეყნის სამოქალაქო ადმინისტრაციაში ინტეგრირების საშუალებას მისცემს. ორივე მხარე ასევე შეთანხმდა, რომ ხელახლა განსაზღვრონ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებული ობიექტების როლი, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები ერთობლივ სასწავლო და კვალიფიკაციის ცენტრებად გარდაიქმნება ორივე ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მიმართული ახალი შეთანხმებების შესაბამისად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დოკუმენტის შესაბამისად, გარდაქმნების დასრულებისთვის არაუმეტეს სამი თვეა განსაზღვრული, რის შემდეგაც ახალი შეთანხმებები ძალაში უნდა შევიდეს. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიღწეული შეთანხმება მოსკოვსა და დამასკოს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს ხსნის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე