ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ სქურში, მდინარეში მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში დედისა და ორი ბავშვის გადასარჩენად შევიდა.
ადგილობრივების ცნობით, მამაკაცმა მათი გადარჩენა შეძლო, თუმცა თვითონ ძლიერმა დინებამ გაიტაცა.