Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

Skillwill-ში, თბილისში, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია გამოცხადდა. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია. ჩარიცხვისთვის საჭიროა მხოლოდ ,სკოლის ატესტატი და ონლაინ ტესტირების გავლა, პროგრამას სხვა წინაპირობა არ აქვს.

Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება თანამედროვე ტექნოლოგიური სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. QA ტესტერი ამოწმებს ვებგვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ციფრულ პროდუქტებს, პოულობს ხარვეზებს და უზრუნველყოფს, რომ პროდუქტი მომხმარებლამდე გამართული, უსაფრთხო და ხარისხიანი სახით მივიდეს.

QA სპეციალისტი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნის პროცესში დეველოპერებთან, დიზაინერებსა და პროექტის მენეჯერებთან თანამშრომლობს. მისი მთავარი ამოცანაა პროდუქტის ფუნქციების შემოწმება, შეცდომების აღმოჩენა, მათი აღწერა და განვითარების გუნდისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ძირითად პრინციპებს, დაგეგმვასა და შედეგების ანალიზს;
  • პროდუქტის შესამოწმებლად საჭირო ტესტების და სცენარების მომზადებას;
  • ვებგვერდების, პროგრამებისა და აპლიკაციების ფუნქციების შემოწმებას;
  • შეცდომებისა და ხარვეზების აღმოჩენას, აღწერასა და მათი გამოსწორების პროცესის მართვას;
  • ტესტირების პროცესის ავტომატიზაციას;
  • ტესტირების შედეგების დოკუმენტირებასა და ანგარიშების მომზადებას;
  • გუნდთან კოორდინაციასა და ტესტირების პროცესის გაუმჯობესებას.დეველოპერებთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან ეფექტიან კომუნიკაციას.

სასწავლო პროცესი პრაქტიკული უნარების განვითარებასა და რეალური სამუშაო ამოცანების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ პროექტებზე, შეისწავლიან ციფრული პროდუქტების ხარისხის შეფასებას და პროფესიულ გარემოში საჭირო უნარებს განივითარებენ.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დაწყება სურს. QA მიმართულებით განვითარებისთვის პროგრამირების წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის - მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების აღმოჩენის უნარი.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის, QA სპეციალისტის ან ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ტექნოლოგიურ კომპანიებში, სტარტაპებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში, სადაც ციფრული პროდუქტები იქმნება.

Skillwill-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) პროფესიულ პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროგრამა თბილისში განხორციელდება. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე