შსს - ქურდობის ბრალდებით ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულები ერთ-ერთი ავიარეისით მგზავრობისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავიარეისით მგზავრობისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ისინი აეროპორტის ტერიტორიაზევე ბრალდებულების სახით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა