ირაკლი კირცხალია - „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალებისა და მდიდარი “ენჯეოებისთვის”, რომლებიც „დიფ სთეითის“ აგენტურად იქცნენ, ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად 2008 წლის ომი საკმარისი არ აღმოჩნდა

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების, არასამთავრობოებისა თუ კონკრეტული ადამიანებისთვის, ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად 2008 წლის აგვისტოს ომი საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ზუსტად ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა და ერთ კონკრეტულ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“, რომლებიც საბოლოოდ „დიფ სთეითის“ ერთიან აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დამატებით 120-ზე მეტი სოფლის საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, საკუთარ სამშობლოში დაახლოებით 30 000 იძულებით დევნილი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი. მეტიც - მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთთან კულტურულ - ჰუმანიტარული კავშირების აღდგენაზე დაიწყო საუბარი, ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკაში და სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის შემოდინებას, მათი ბელადი საზღვარზე პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, რის შემდეგაც, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივადაც კი გაუუქმეს, ამ ყველაფრით კი სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავს იწონებდა.

ამ პერიოდში, იმ ძალების წარმომადგენლებისა და კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც დღეს არამხოლოდ ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, არამედ პირდაპირ რუსოფობიას ავრცელებენ, „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა არ მოგვისმენია. სამაგიეროდ, უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა პარტიებსა და ენჯეოებში მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინონ.

საკუთარ წერილში, პრემიერ-მინისტრმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა, თუ რატომ იქცნენ ეს ადამიანები რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა? ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ მოცემულობას აქვს უმარტივესი პასუხი, რომელიც ყველაფერს ლოგიკურ ჩარჩოებში აქცევს - არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ,“ - წერს ირაკლი კირცხალია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა