რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას რუსული მედია თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსტამ მინიხანოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს დილით რესპუბლიკა მტრის დრონების მხრიდან კიდევ ერთი სასტიკი თავდასხმის ობიექტი გახდა. ნიჟნეკამსკზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა გრძელდება. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. თათრეთში გლოვის დღეა გამოცხადებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ღამით რუსეთის რეგიონების, მათ შორის თათრეთის თავზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების 456 დრონი გაანადგურეს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე