კობა ლიკლიკაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს - ასეთი რამ ახლახან მეც დამემართა და იმავე წუთში გადაჭრით მოვიხადე ბოდიში ყველა ადრესატის წინაშე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

ამჟამად პროკურატურაში გამოკითხვაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, კობა ლიკლიკაძე იმყოფება, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის თანამშრომელი იყო.

როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, გია ბარამიძის ეს განცხადება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

“სრულიად მოულოდნელი იყო მისგან, წარსულში კომპეტენტური სახელმწიფო მოხელისგან ეს განცხადება. რეალურად იცოდა, რომ მსგავსი რამ იქ არ მომხდარა.

აქ იმისთვის ვარ, რომ თუ გამოძიებას ექნება რაიმე შეკითხვა, ვუპასუხო იმ კომპეტენციისა და ცოდნის ფარგლებში, რაც გამაჩნია. ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ახლახან მეც მომივიდა და იმავე წუთში, როგორც კი დამირეკეს, პირდაპირი და გადაჭრით ბოდიში მოვიხადე ყველას წინაშე, ვინც ამის ადრესატი აღმოჩნდა ჩემი არასწორი შეფასებისა თუ ფაქტის დამახინჯების გამო. ეს ხდება, ადამიანები ვართ.

ახლა გამართლების მცდელობაც პოზიციის გამოხატვაა, მაგრამ ამან საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ვერ დააკმაყოფილა, მათ შორის ვეტერანები, ჯარისკაცები და სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომელთათვისაც დღეს მთავარი ღირსებაა. ღირსება, რომელიც მოპოვებულია აფხაზეთის დაცვისა და ერთწლიანი საბრძოლო მოქმედებების დროს. ამ ხალხს არ აქვს მაღალი ხელფასები თუ შემწეობები, მხოლოდ ეს დარჩათ. ამ განცხადებით კი ვეტერანები თვლიან, რომ ღირსება და პატივი შეილახა. სხვა გზა აღარ იყო, გარდა იმისა, რომ ჩართულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოები”, - განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.

ასევე, დღეს პროკურატურაში გამოიკითხებიან აფხაზეთის ომის ვეტერანები, მალხაზ თოფურია და გია ნიშნიანიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე