ნინო წილოსანი - დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ „ნაცაქტივისტებს“ წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ - ყველაფერი 2022 წლის შემდეგ შეიცვალა

დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ „ნაცაქტივისტებს“ წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

ნინო წილოსანის განცხადებით, როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება.

„ისევ 2008 წლის ომზე ,აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ჩვენი მოქალაქეების უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ „ნაცაქტივისტებს“ წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ.

მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მათი დღევანდელი „პრინციპულობა“ რატომღაც მაშინ ვერ გააღვიძა.

ყველაფერი რადიკალურად 2022 წლის შემდეგ შეიცვალა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა პოლიტიკის, არასამთავრობო თუ კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა საკუთარ თავში უკომპრომისო „ანტირუსული“ პოზიცია. ამიტომ კითხვა კვლავაც აქტუალურია და, ამავდროულად, მარტივი - რატომ ახლა და რატომ არა მაშინ, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველო იყო?

როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი წარსული მათივე დღევანდელ სიტყვებს ასე მკაფიოდ ეწინააღმდეგება“, - წერს წილოსანი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა