„საქსტატი“ - 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 740.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 740.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.0% განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 571.9 ათასი შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 388.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა (47.4%) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.3% შეადგინა. 2026 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.9%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 201.1 ათასი და 112.9 ათასი ვიზიტი. 2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.36 შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.40 ღამე) 0.6 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 685.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 17.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 16.1 პროცენტით გაიზარდა და 1198.7 ლარი შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა