კახა კალაძე - გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა

გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ გავწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები, თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს - ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ორმაგი სტანდარტის და იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ევროკავშირი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვები გაზარდა, მაშინ, როცა საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ძალიან კარგი მაგალითია ორმაგი სტანდარტის, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა გავწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობა და დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ, მაგრამ დავაზიანებთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს, იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ოჯახები გამართულად ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ხდებოდა ამ ყველაფრის მოთხოვნა, რომ ქართული ეკონომიკა დაეზიანებინათ, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც წაადგება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არა მხოლოდ ბუნებრივ აირს ყიდულობს, გადახედეთ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, რა მონაცემებია ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ გავწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები, თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე