კახა კალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე - მიზანმიმართულად ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რათა როგორმე ქართული ჯარი და ქვეყნის ინტერესები დააზიანო, არის მოღალატეობრივი ქმედება და მეტი არაფერი

მიზანმიმართულად ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რათა როგორმე ქართული ჯარი და ქვეყნის ინტერესები დააზიანო, არის მოღალატეობრივი ქმედება და მეტი არაფერი, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით გააკეთა.

“გიორგი ბარამიძის განცხადება დამაზიანებელი განცხადება იყო. ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანა და ქართველი ხალხის იმიჯი დააზიანონ.

ჩვენ, ქართველები ჰუმანური ხალხი ვართ და არაფერი გვეშლება - არც ომი და არც ომის წესები გვეშლება. ომსაც თავისი წესები გააჩნია და ქართველები ამას ყოველთვის იცავდნენ. მიზანმიმართულად ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რათა როგორმე ქართული ჯარი და ქვეყნის ინტერესები დააზიანო, არის მოღალატეობრივ ქმედებები და მეტი არაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში ომის დროს “ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბარამიძემ მედიასთან განმარტა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა