კახა კალაძე - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რუსეთთან დაეთბოთ ურთიერთობა, კულტურული ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ [რუსეთთან] დაეთბოთ ურთიერთობა, კულტურული ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ქართველი მომღერლების კონცერტები იმართებოდა, ასევე, მსახიობებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა.

„ის რიტორიკა, რაც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც მოხდა 2008 წლის ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპნენ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული იყო ინფრასტრუქტურა, დაკარგული ტერიტორიები, ხომ გვახსოვს ოფიციალური წერილები, განცხადებები, მესიჯბოქი ჰქონდათ, რომ რუსები აუცილებლად ჩამოსულიყვნენ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეთბოთ ურთიერთობა, კულტურული ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ქართველი მომღერლების კონცერტები იმართებოდა, ასევე, მსახიობებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ მათი პატრონების მხრიდან მოდიოდა ეს დავალება, რომ ეს მიდგომა უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ რაც გაჩაღდა რუსეთ - უკრაინის ომი, შეიცვალა მესიჯბოქსი და პატრონების მხრიდან წამოვიდა სხვა დავალება, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ“,- განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა