მალხაზ თოფურია - “მეომარ” ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული! ის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა, ომი ნანახი აქვს მხოლოდ კინოთეატრებში - კარიერისთვის დაიბრალა “მე ვცვლიდი ტყვეებსო“, როგორც ომობდა, ისე ცვლიდა!

“მეომარ” ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული, ტყუილია! ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა, - ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ განაცხადა.

ომის ვეტერანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაშია დაბარებული.

მისი თქმით, გია ბარამიძის მიზანი იყო, რომ “უცხო, ჩრდილოეთ ქვეყანა გაბედნიერებულიყო”.

“ეს არის მარტის შემოტევების შემდგომი დღეები, ორი კვირა გუდაუთაში მომიწია ყოფნა. ცოცხალი 300 ადამიანის გაცვლა მოხდა. როდესაც ეს საშინელება დასრულდა, ბარამიძე ჩამობრძანდა და ინტერვიუში თქვა, რა სირთულეები გადახდა. ინტერვიუს შემდეგ, როდესაც პასუხი მოვთხოვეთ, რომ “ნამუსი საერთოდ არ გაქვს?“, მან მიპასუხა: „მე კარიერისთვის მჭირდება, თქვენ უბრალო ხალხი ხართ, არაფერში არ გჭირდებათ ეს“ და „თუ შეიძლება, დავიბრალოო“. დაიბრალა და მას შემდეგ დადიოდა და იძახდა - “მე ვცვლიდი ტყვეებსო“. როგორც ომობდა, ისე ცვლიდა.

ორივე შემთხვევაში იყო ბუტაფორია. ცხოვრებით ბუტაფორიაა და იქაც ბუტაფორია იყო, აფხაზეთში.

ეს განცხადება ემსახურება უცხო, ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას, მეტი შეფასება არ არსებობს. თან არანაირი სინანული! წინა ხაზზე არ ყოფილა, ერთი ღამეც არ აქვს სანგარში გათენებული. “მეომარ” ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული, ტყუილია! ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა.

მიზანი ერთია, გააბედნიეროს სეპარატისტული მთავრობა. რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული, იმიტომ, რომ ქართველები ჩავდიოდით და ვხვრეტდით აფხაზებს, ხოლო აფხაზები რუსული დისციპლინით გამოირჩეოდნენ, რაც სიკეთეს ნიშნავს, ქართველობა კი ბოროტებას. მეოთხე დღეა და არ ნანობს, ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია, „ეს რა ვთქვიო“.

თვითმხილველია თუ ჭორიკანაა, უნდა ვიცოდეთ. დაადოს ხელი მხვრეტავ ადამიანებს! ვეკითხები - მე დამიხვრეტია ვინმე? ან სხვა მეომრებს, ნებისმიერ მოვლენას დაადოს ხელი და განაცხადოს, რომ ეს ადამიანი ხვრეტდაო.

შემდეგ უარი თქვა “ჯარი არა და ხალხი ხვრეტდაო” - უარესი თქვა! ხალხი ხვრეტდაო, ანუ აფხაზეთის მოსახლეობა დააყენა ახლა დარტყმის ქვეშ! სისულელეს სისულელეს უმატებს!

ომი ნანახი აქვს მხოლოდ და მხოლოდ კინოთეატრებში. მრჩეველი არ ჰყავს რომ

უთხრას - "გაჩუმდი შე ნაძირალაო", რომ გაუბედოს.

ადამიანი, რომელმაც დსთ-ში თავისი, ბოლო ხელით შეიყვანა საქართველო, მე მომიტრიალდება და „რუსეთის მონას“ მე დამიძახებს. პრობლემა არ აქვს მაგას!

პრობლემა არ აქვს ადამიანს, რომელმაც მკვლელი შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩია, ხაჩიშვილი. შუბლზე და არსად ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს”, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე