კახა კალაძე - თუ 2008 წლის ომის დაწყება სხვანაირად იყო, მოღალატეობრივ რეზოლუციას რატომ მოაწერეს ხელი?! - რაც 8 აგვისტოს მოხდა, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია და ყველა მოღალატემ და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს

თუ 2008 წლის ომის დაწყება სხვანაირად იყო, მოღალატეობრივ რეზოლუციას რატომ მოაწერეს ხელი?! - რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია და ყველა მოღალატემ და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, - ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძე ამბობს იმასაც, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე ომის დაწყებასთან დაკავშირებით ციტირებს იმას, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია.

„არავითარი სხვა განცხადება მას არ გაუკეთებია. ხელი მოწერილი აქვთ რეზოლუციაზე, რაც არის მოღალატეობრივი ქმედება, რაც მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა იკადრა. რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდნენ. მისმა ქმედებებმა და ნაბიჯებმა ჩვენ უმძიმესი შედეგი მოგვიტანა, რასაც სამწუხაროდ, დღესაც ვიმკით და უდიდესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის.

არსებობს კონკრეტული ვიდეო-კადრები, არსებობს ბრძანებები, რომელსაც სააკაშვილი აწერდა ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა