ვადიმ სკიბიცკი - რუსეთი ზრდის რაკეტების წარმოებას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დარტყმებს შეაჩერებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსები ზრდიან რაკეტების წარმოებას უკრაინაზე თავდასხმებისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარაკეტო დარტყმებს შეაჩერებენ.

„შესაძლოა, შეამცირონ ერთი სამიზნისკენ მიმავალი რაკეტების რაოდენობა, თუმცა, სავარაუდოდ, პაუზას არ აიღებენ. რადგან ახლა მათ პრიორიტეტში გარკვეული სამიზნეების განადგურებაა, შემდეგ კი ისინი სხვა სამიზნეებზე გადაერთვებიან. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი მათი წარმოების მოცულობებზე იქნება დამოკიდებული - შეძლებენ თუ არა ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნებას,“ - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ამოცანაა მტრის გეგმების ჩაშლა, პრევენციული მოქმედება და აგრესორისთვის რაც შეიძლება მეტი დანაკარგის მიყენება.

„საერთო ჯამში, სარაკეტო შეიარაღების ძირითადი ტიპების მიხედვით, მათი (რუსების) ყოველთვიური გეგმის შესრულების მაჩვენებელი ამჟამად 110–120%-ია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, ივლისში Х-101-ის წარმოების გეგმა 140%-ით შესრულდა, „კალიბრების“ -111%-ით, ხოლო Х-35-ის ფრთოსანი რაკეტის -200%-ით“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

მისი თქმით, ისეთ სისტემებთან დაკავშირებით, როგორიცაა „ცირკონი“ და „ონიქსი“, 3 აგვისტოს მდგომარეობით, მოწინააღმდეგემ უკვე შეასრულა სახელმწიფო თავდაცვის ბრძანებით განსაზღვრული წარმოების წლიური გეგმა.

ამასთან, მთავარი სადაზვერვო დირექტორატის შეფასებით, ივლისში Kh-101, „კალიბრის“ და Kh-32 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვების მხრივ თებერვლის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. რუსებმა თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ 157 რაკეტა გაუშვეს, ივლისში კი - 153.

„რაც შეეხება ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებს - 9М723-ს, რომელიც „ისკანდერ-მ“-ის კომპლექსის შემადგენლობაში შედის, РМ-48У-ს, რომელიც С-400-ის სისტემაში გამოიყენება, და „ცირკონს“ - მოწინააღმდეგემ ივლისში 198 ასეთი რაკეტა გაუშვა. ეს მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე