ლაშა ფარულავა - „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერის მიერ, ომის დღეებში, თბილისის ქუჩებში „დიდება პუტინს“ ძახილი,  არის სამარცხვინო და შავი ლაქა - ისინი ვერ შეძლებენ ღალატის იმ არტისტებზე გადაბრალებას, რომლებიც რუსეთში მიდიოდნენ

ჩვენთვის მიუღებელია ოკუპანტთან თანამშრომლობა, მტერთან კოლაბორაცია და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ მტრის მიწაზე ცეკვა-თამაში. ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებზე საუბრობს, რომლებიც 2008 წლის საქართველოს ომის შემდგომ წლებში, რუსეთში კონცერტებს მართავდნენ.

მისივე თქმით, ის ყველაფერი, რაც ხდება, „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პოლიტიკის ბრალია, რადგან სწორედ მათ დაუშვეს ქვეყანაში იმ ადამიანების შემოდინება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და ის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ, არაფერია, თუ არა“სეპარატისტებისთვის რეალიზების წერა“.

„ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვა, ომის დღეებში ვინ სად იმყოფებოდა, ვინ იცავდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ვინ იყო ჩართული და ვინ არ იყო? ეს კითხვა უნდა დავუსვათ „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც ბრალს დებენ წინა ხელისუფლებას მაშინ, როდესაც მათ შეძლეს შეეჩერებინათ მტერი. 2008 წელს საქართველოში იმყოფებოდა 5 პრეზიდენტი, ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო ლიდერები და სწორედ ეს იყო მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი, რომ საქართველო გადარჩა. საქართველო იყო თავისუფალი და იდგა ევროპულ გზაზე, რომელიც ივანიშვილმა ფაქტობრივად ჩაკეტა. ჩვენ დღეს ვხედავთ კირცხალიებისა და კოლექტიური „ქოცების“ მოღალატეობრივ პოზიციებს, რომლითაც ახალისებენ სეპარატისტების განცხადებებს, ფაქტობრივად, სეპარატისტებს პრესრელიზებს თბილისში უწერენ. ეს ნამდვილად საგანგაშო და სამარცხვინოა. ამის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია.

ჩემი აზრით, სოჭის ოლიმპიადაშიც არ უნდა მიეღო საქართველოს მონაწილეობა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს გააკეთა. მათი პოლიტიკის შედეგია ისიც, რომ მათი წევრები, მხარდამჭერები, იუმორისტები დადიოდნენ მოსკოვში და მართავდნენ წარმოდგენებს, მტერს და ოკუპანტს ახალისებდნენ. ეს პოლიტიკა 14 წელია გრძელდება და ამის ნათელი არტიკულირებული მაგალითი ვიხილეთ, როდესაც ქართული ოცნების ღია მხარდამჭერი ომის დღეებში თბილისის ქუჩებში ამბობს, „დიდება პუტინს“. ეს არის სამარცხვინო და ეს შავი ლაქა არის „ქართული ოცნების“ თავს და ისინი ვერ შეძლებენ იმ არტისტებზე გადაბრალებას, რომლებიც მიდიოდნენ რუსეთში. ჩვენთვის მიუღებელია ოკუპანტთან თანამშრომლობა, მტერთან კოლაბორაცია და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ მტრის მიწაზე ცეკვა-თამაში. ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია.

საქართველოში მოქმედებდა კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც ავალდებულებდა საქართველოში ვიზიტორს ეცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თუ მას ექნებოდა დარღვეული კანონი ანუ ქართული ადმინისტრაციის გარეშე უკვე იქნებოდა სოხუმში ან ცხინვალში ნამყოფი, მას სანქცია ეკუთვნოდა და ეს შესაძლოა ყოფილიყო ჯარიმა ან პატიმრობა. საქართველო იცავდა საკუთარ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს კანონი ფარატინა ფურცლად აქცია „ქართულმა ოცნებამ“ , რომელმაც ყველა სანქცია, ჯარიმა და პასუხისმგებლობა მოხსნა ამ კანონიდან და უშინაარსოდ დატოვა. ახლა არაერთი პირი შემოდის მიუხედავად იმისა, რომ დარღვეული აქვთ ტერიტორიული მთლიანობა და მათ შორის გავრილოვი, რომელიც იმყოფებოდა სოხუმში, ჩასვეს პარლამენტის სავარძელში და ამაში დამნაშავე „ქართული ოცნებაა“. როდესაც საქართველოში შემოდიოდა ვიზიტორი ის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა ის პირი მიუხედავად წარმომავლობისა მნიშვნელოვანია შემოვიდეს, როგორც ტურისტი და აღიაროს საქართველოს მთლიანობა და დღეს ფაქტობრივად თავად „ქართული ოცნება“ არ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ეს კანონი აქციეს ფარატინა ფურცლად“ - განაცხადა ფარულავამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე