უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა თათრეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“ დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10 აგვისტოს ღამეს რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“ დაარტყეს, რამაც ქარხანაში ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმის შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა მიაყენეს ლუგანსკის ოლქის ხრუსტალნის დასახლებაში რუსული ძალების სარემონტო ქვედანაყოფს, ნოვოსელიდოვკაში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობს და დონეცკის ოლქის ბაევოეს დასახლებაში საველე საარტილერიო საწყობს.

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნიჟნეკამსკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა