დავით მათიკაშვილი - 2008 წლის ომის შემდგომ, ვითომ პრინციპული კულტურის მოღვაწეები თუ მეცნიერების ცალკეული წარმომადგენლები რუსეთთან მშვენივრად თანამშრომლობდნენ - მშვენივრად დაიარებოდნენ რუსეთში და კონცერტებს ატარებდნენ

2008 წლის ომის შემდგომ, ვითომ პრინციპული კულტურის მოღვაწეები თუ მეცნიერების ცალკეული წარმომადგენლები რუსეთთან მშვენივრად თანამშრომლობდნენ - მშვენივრად დაიარებოდნენ რუსეთში და კონცერტებს ატარებდნენ, - ეს განცხადება დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილის თქმითვე, “მათ ე.წ. პრინციპულობა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ გამოიჩინეს, რაც რუსოფობიაშია გადაზრდილი“.

“ის, რაც აქვს რადიკალურ და აგენტურულ ოპოზიციას და მდიდარ „ენჯეოსექტორს“, პირდაპირ პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ამ ადამიანებთან. 2008 წელს, მათ სამშობლოში განხორციელებული აგრესიის შემდეგ ძალიან შემრიგებლური იყვნენ და რუსეთში მშვენივრად დაიარებოდნენ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამას პასუხი საზოგადოებამ გასცეს - ეს არის დამთხვევა თუ მიზანმიმართული ერთიანი ფრონტით განხორციელებული ქმედებები, რაც სამწუხაროდ, ანტიქართულ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა