კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე - არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა - ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია - დამნაშავე ვარ

ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს და მედიკოსებს ბოდიშს უხდის.

ლიკლიკაძე აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ექიმების წასვლის შესახებ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა.

“ეს განცხადება არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლის შელახვა იყო. ეს განზრახვა არ მქონია. სიტყვა გამომრჩა, მაგრამ როგორი კონტექსტიც არ უნდა ყოფილიყო, ეგრევე მოვიხადე ბოდიში.

ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია და მომსვლია ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში. დამნაშავე ვარ”, - განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ ტელეკომპანია “პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ პანიკის დროს, როდესაც სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაცია მოხდა, ექიმებმა დაჭრილი ჯარისკაცები მიატოვეს. მოგვიანებით კობა ლიკლიკაძემ განმარტა, რომ პირდაპირ ეთერში საუბრისას სიტყვა გამორჩა, კონტექსტი არასწორად იყო აღქმული და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა