მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის თამაში თავიდანვე იყო ძალიან მარტივი, „ნაცმოძრაობის“ გახლეჩა და დასუსტება ცალკეული ფიგურების ამბიციების წახალისებით და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით

ივანიშვილის თამაში თავიდანვე იყო ძალიან მარტივი, „ნაცმოძრაობის“ გახლეჩა და დასუსტება ცალკეული ფიგურების ამბიციების წახალისებით და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით და მაინც ყოფილ „ნაციონალებსაც“ არ ენდობა, ამიტომ ახდენს პარალელური ბიზნეს-პოლიტ პარტიების შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახალი პოლიტიკოსების შექმნისთვის ოლიგარქიულ სისტემაში ექვსი ნაბიჯია საჭირო და ყველა ეს ნაბიჯი წინასწარ განსაზღვრულია, რადგან ახალი „ოპოზიციის” შექმნა ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე დაანონსებული ჰქონდა.

„ახალი „პოლიტიკოსების“ გამოჩეკის წესი ოლიგარქის დიქტატურაში.

ნაბიჯი პირველი - გამოაცხადე რომ ხარ ახალი სახე, რომელსაც დიდი ხანია ელის ძველი სახეებით დაღლილი ხალხი. იქვე ერთ პლანზე დააყენე „ნაცები“ და „ქოცები“ და ხაზი გაუსვი რომ „მიშა წარსულია“.

ნაბიჯი მეორე - იპოვე ფულის წყარო, რომელიც როგორც წესი ივანიშვილის რომელიმე სატელიტია და ფულს იძლევა დიქტატორის დავალებით.

ნაბიჯი მესამე - იყიდე ფულით საეთერო დრო ოპოზიციურ არხებზე, რომლებსაც უჭირთ და იძულებულები არიან გაყიდონ ეს დრო და ისინიც ბევრად უფრო ვრცლად დაგითმობენ ეთერს, ვიდრე ვიღაც სააკაშვილს ან ხაბეიშვილს ან ჯაფარიძეს. იქირავე სოლიდური მოლაპარაკე თავები რომლებიც ვრცლად შეაქებენ შენს პარტიას, როგორც „ერთადერთ გადამრჩენელს“.

ნაბიჯი მეოთხე - გამოაცხადე რომ გადიხარ ჩვეულებრივ ხალხში მათი პრობლემების შესასწავლად და ყოველ წუთს ჩაერთე რეგიონებიდან ისეთი სახით, გეგონება ამერიკა აღმოაჩინე შენი ხალხთან კონტაქტისას.

ნაბიჯი მეხუთე - მოუწოდე ერთობისკენ და შედი შენს მსგავს ბიზნეს პროექტებთან ერთად „ოპოზიციურ“ გაერთიანებაში.

და ბოლოს - გააკეთე ის რისთვისაც ყველა წინა ნაბიჯი გადადგი - დაგმე არჩევნების ბოიკოტი, „შეერკინე“ „ოცნებას“ და მეტი ლეგიტიმურობა „არჩევნების“ ფარსს.

აი, ამ ცირკს გვითამაშებენ მუდმივად თვალწინ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ ყველაფერს ხალხი აღარ ეგება. ითმენს ამ თამაშს, როგორც ბევრ სხვა რამეს ითმენს უკვე მემკვიდრეობით დიქტატურაში გადაქცეულ რეჟიმში, მაგრამ ეს ოლიგარქის კოლბაში ჩამოსხმული „ახალ-ახალი სახეები“ ვერანაირ მოჭიდებას ვერ პოულობენ და ვერც იპოვიან.

საერთოდ ივანიშვილის თამაში თავიდანვე იყო ძალიან მარტივი, „ნაცმოძრაობის“ გახლეჩა და დასუსტება ცალკეული ფიგურების ამბიციების წახალისებით და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით და მაინც ყოფილ „ნაციონალებსაც“ არ ენდობა, ამიტომ ახდენს პარალელური ბიზნეს-პოლიტ პარტიების შექმნას, ახალი „ოპოზიციის“ შექმნა ივანიშვილმა თავიდანვე დააანონსა.

წლები წავლენ და წამოვლენ და ქვიშები დარჩებიან და სინამდვილე რჩება ერთი და იგივე, არსებობს ივანიშვილი თავისი ბანდიტებით, ფულით და რუსული მხარდაჭერით და აქეთ მხარეს ვართ ჩვენ, ჩვენი გაუყიდაობით, ხალხურობით და წარმატებული საქართველოს იდეით და კონკრეტული გამოცდილებით. საბოლოო ჯამში იდეა ყოველთვის ამარცხებს ფულით შეიარაღებულ ბოროტებას, ოღონდ ჩვენ ეს სამართლიანად ძალიან გვეჩქარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ცვლილებები კარს არის მომდგარი”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე