სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი  - აშშ-ის ისევე, როგორც გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიები ეროვნულ ბანკში არასოდეს ყოფილან დარეგისტრირებული - რეგისტრაციისთვის თავის არიდება ადასტურებს, რომ მარეგულირებელი ჩარჩო მკაცრია

საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება და ფუნქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს ორგანული კანონით. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი რეგისტრირებულია ან ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სანქცირების საკითხის შესახებ.

მისი შეფასებით, ნებისმიერი პირი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი რეგისტრაცია, ლიცენზიის გარეშე ახორციელებს ასეთ საქმიანობა და ეწევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ბუნებრივია, ვერ მოექცევა ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ.

,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სუბიექტი, ისევე როგორც მანამდე გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიები, საქართველოს ეროვნულ ბანკში არასოდეს ყოფილან დარეგისტრირებული. რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია. რეგისტრაციის პროცესი მოიცავს დეტალურ შემოწმებას: კომპანიის ბიზნეს მოდელის, ბენეფიციარი მესაკუთრეების, სახსრების წარმომავლობის, ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემების და სხვა მოთხოვნების. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს და ეფექტიან ფილტრს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ არალეგალურ საქმიანობასთან“, - აცხადებს ნინო ჯელაძე.

მისივე თქმით, რეგისტრაციით ვალდებულებები არ სრულდება. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ყველა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერს მოეთხოვება სრულ შესაბამისობაში იყოს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ფინანსურ სანქციებთან. ამასთან, რეგულაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ ისეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან ფინანსურ ინსტიტუტთან, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ ლიცენზირებული.

,,ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც შექმნა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რეგისტრაციის სამართლებრივი ჩარჩო. ამ რეგულაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა სექტორის გამჭვირვალობა, სანდოობა და ანგარიშვალდებულება, ხოლო ბაზრის მონაწილეებისთვის შექმნა მკაფიო და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მარეგულირებელი ჩარჩო სრულად ეფუძნება FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. აღნიშნული მიდგომა საერთაშორისო დონეზეც არის აღიარებული. რაც აღნიშნა ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა – MONEYVAL-მა – 2024 წლის შეფასების ანგარიშში“, - აცხადებს ნინო ჯელაძე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე