მოლდოვამ დრონის ჩამოვარდნის შემდეგ კონსულტაციებისთვის რუსეთიდან ელჩი გაიწვია

მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია , - ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოლდოვის საგარეო უწყებამ 9 აგვისტოს შტეფან-ვოდას რაიონში დრონის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად გამოწვეული ინციდენტი დაგმო.

„ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, რამაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა“, - ნათქვამია მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მოლდოვის პოლიციამ ჩამოვარდნილ უპილოტო საფრენ აპარატს „დრონი-რაკეტა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ტიპის მოწყობილობა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა