თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის უზბეკეთის შვიდი მოქალაქეა

თათრეთში დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის უზბეკეთის შვიდი მოქალაქეა, - ინფორმაციას Reuters-ი უზბეკეთის საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყაზანში უზბეკეთის საკონსულოს ცნობით, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში დრონებით განხორციელებულ იერიშს ქვეყნის შვიდი მოქალაქე ემსხვერპლა.

თათრეთის მეთაურის, რუსტამ მინიხანოვის განცხადებით, უკრაინის მიერ ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შედეგად, 75 ადამიანი დაშავდა და 13 დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 10 აგვისტოს ღამეს რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“ დაარტყეს, რამაც ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა