გოგა ხაინდრავა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე - ეს არის ბოროტი ცილისწამება, ქვეყნისა და ხალხის ღალატი - გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას

გენერალურ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში რეჟისორი გოგა ხაინდრავა გამოიკითხა.

გოგა ხაინდრავას განცხადებით, აფხაზეთში ომის დროს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა და „არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა“, რაზედაც გია ბარამიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, აქვს მტკიცებულება, ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს აფხაზური მხარისათვის ტყვეების გადაცემის ფაქტი.

„ეს არის ბოროტი ცილისწამება, ქვეყნისა და ხალხის ღალატი. მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში და არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. ამის დამადასტურებელი საბუთები მაქვს. მაქვს „ფლეშკა", რომელიც მიმაქვს პროკურატურაში და იქ არის ნათლად ნაჩვენები აფხაზი ტყვეების გადაცემა აფხაზური მხარისთვის, რომელსაც ესწრება ანქვაბი, ესწრება ავთო იოსელიანი.

34 წელი გავიდა. გია ბარამიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ვიცე-სპიკერი. ამ წლების განმავლობაში, ისეთი რამ თუ ხდებოდა, რატომ არ დაინტერესდა? დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ აფხაზ ხალხსა და ქართველებს შორის დაიწყო ურთიერთობა, ახალი თაობა წამოვიდა, ვისაც არ ახსოვს, რა ხდებოდა, დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. 14 აგვისტო აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია და დარწმუნებული ვარ, ამ დროისთვის იქნება რაღაც გამოგდებული“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ პროკურატურაში გამოკითხვამდე.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“.

„არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, - განაცხადა ბარამიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე