მედია - რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“, რომელსაც უცხოური დაფინანსების მიღებასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირში ადანაშაულებენ, დუმის არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„პარტია „როდინას“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ნაციონალისტური პარტია „როდინას“ სარჩელი ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ უცხოური დაფინანსების მიღებაში, საავტორო უფლებების შესახებ კანონის დარღვევასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირში ადანაშაულებდა.

„იაბლოკოს“ თავმჯდომარემ ნიკოლაი რიბაკოვმა სასამართლოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ხედავს, თუ რამდენ ადამიანს სურს მშვიდობა.

რიბაკოვის თქმით, პარტია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა