ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

მათი ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსთან მდებარე ელექტროენერგიის ბოძთან გაჩნდა, რის გამოც პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახს დენი არ მიეწოდება.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები რჩებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით კი, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე 40-მდე აბონენტს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

"აღნიშნულ ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, მოკლე ჩართვა მოხდა, დაზიანდა სამი კომერციული აბონენტის სამფაზა მრიცხველები.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც მუშაობს, დაახლოებით ორ საათში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება",-აღნიშნავენ კომპანიაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა