ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი კონტინგენტის განთავსებისთვის ემზადება - მსოფლიოში ყველა უნდა მიხვდეს, თუ რას ნიშნავს ეს

რუსეთი მის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი კონტინგენტის განლაგებას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის ისტორიაში, როდესაც მათ უკანა ხაზზე განლაგებული სტრატეგიული ნაწილი აღარ ჰყავთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ომის წარმოება ჩრდილოეთ კორეიდან ძალების შევსების გარეშე არ შეუძლიათ. ახლა საკუთარ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი კონტინგენტის განთავებისთვის ემზადებიან. მათ ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი ბალისტიკური ტექნიკაც მიიღეს. მსოფლიოში ყველა უნდა მიხვდეს, თუ რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მისი თქმით, რუსეთში შიდა გამოკითხვების მონაცემები აჩვენებს, რომ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ომის დასრულება სურს.

„ჩვენ რუსეთის შიდა გამოკითხვის მონაცემები გვაქვს, რომელიც აჩვენებს, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ამ ომის დასრულება სურს, იზრდება. ეს კიდევ უფრო ნათელი უნდა გახდეს, რათა პუტინმა, მისმა ადმინისტრაციამ, ეფ-ეს-ბე-მ და ყველამ ამ აგრესორ სახელმწიფოში უნდა გაიგოს, რომ მშვიდობა ერთადერთ ვარიანტს წარმოადგენს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა