კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 132-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა და 570 დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი კოლუმბიის დედაქალაქთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების ჯგუფები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ. ასოციაციის ცნობით, მხოლოდ ქალაქ პერეირაში 60 ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრის შედეგად 86 შენობა ჩამოინგრა და შვიდმა აეროპორტმა ფუნქციონირება შეაჩერა. ჩამონგრეულ შენობებს შორისაა კალიში მდებარე საავადმყოფოს პედიატრიული და ახალშობილთა განყოფილებები.

მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტერიტორიაზე ჯარისკაცები განათავსა. ეპიცენტრი კოლუმბიის დასავლეთით, სან ხოსე დელ პალმარში, მდებარეობდა. ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქშიც.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა