ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა

ქართული კომპანია „ნოვატეკ ინტერნეიშენალ“, ისრაელის სამედიცინო-ტექნოლოგიურ კომპანია Elsmed Healthcare Solutions-თან და ბელგიურ კომპანია IBA (Ion Beam Applications S.A.)-თან თანამშრომლობით, თბილისში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობისა და აღჭურვის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

პროექტი ხორციელდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სტანდარტების, ციკლოტრონის მწარმოებელი კომპანია IBA-ის ტექნიკური რეკომენდაციების, ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP, EudraLex Volume 4) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოში რადიოფარმაცევტული პრეპარატების ადგილობრივი წარმოების დაწყება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბირთვული მედიცინის განვითარებაში. პროექტი გაზრდის პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (PET-CT) და ერთფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (SPECT-CT) კვლევების ხელმისაწვდომობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგისთვის.

საწარმოს საპროექტო სიმძლავრე შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ტიპის რადიოფარმაცევტული პრეპარატის წარმოებას, მათ შორის არა მხოლოდ ფთორ-18-ის (¹⁸F) საფუძველზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტერანოსტიკის მიმართულების განვითარებას. ობიექტზე განთავსდება ოთხი საწარმოო და ერთი სამეცნიერო-კვლევითი (R&D) „ცხელი ლაბორატორია“ (Hot Laboratory).

წარმატებით დასრულდა პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპიც — ციკლოტრონის ბუნკერისა და ოთხმრუდიანი ლაბირინთის მშენებლობა. ამ სამუშაოების განხორციელებას წინ უძღოდა 18-თვიანი საინჟინრო-ტექნოლოგიური პროცესი, რომლის ფარგლებშიც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ქართული კომპანიების — „ქართული ცემენტი“ (“ჰანიველ ცემენტი”) და „ჯითისი ჯგუფი“— მეშვეობით შემუშავდა სპეციალური ბეტონის შემადგენლობა, ჩატარდა მისი ლაბორატორიული და პრაქტიკული ტესტირება, დაპროექტდა სპეციალური საყალიბე სისტემები, მომზადდა ბეტონის ჩასხმისა და კომპაქტირების მეთოდოლოგიები.

სპეციალური ბეტონის ჩასხმიდან ერთი წლის შემდეგ ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ციკლოტრონის ბუნკერი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს, ხოლო რადიაციული უსაფრთხოების დაცვის მხრივ აღემატება კიდეც აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის Monte Carlo Transport Code MCNPX 2.7.0-ის საფუძველზე განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ამჟამად დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი და მიმდინარეობს პროექტის ფინალური ეტაპისთვის აუცილებელი ელექტრომექანიკური სისტემების მონტაჟი და შიდა სარემონტო სამუშაოები.

პარალელურად, იტალიურმა კომპანია Comecer S.p.A.-მ დაამთავრა საკუთარი წარმოების ძირითადი ტექნოლოგიური მოწყობილობების ნაწილის მონტაჟი, მათ შორის: „ცხელი კარადების“ (Shielded Hot Cells for Synthesis Modules), რადიოფარმაცევტული პრეპარატების ჩამოსხმის დაცული იზოლატორის (Shielded Isolator for Dispensing) და შეკუმშული ჰაერის სადგურის (Air Compressing Station). ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლამდე საჭირო საინსტალაციო (IQ) და საოპერაციო (OQ) კვალიფიკაციის პროცედურებს კომპანიები IBA და Comecer განახორციელებენ.

საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო საწარმოო-ტექნოლოგიური, ხარისხის კონტროლისა და რადიაციული უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემები, IBA-ის მიერ წარმოებული ციკლოტრონი Cyclone KIUBE-ის ჩათვლით, უკვე იმპორტირებულია საქართველოში.

„ნოვატეკ ინტერნეიშენალ“ რადიოფარმაცევტული საწარმოს ექსპლუატაციაში შესაყვანად აუცილებელი დარჩენილი სამუშაოების დასრულებას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები