თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზაზე 21.3 კმ-იან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძე და მისი მოადგილე, გიორგი გრიგალავა.

„ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.

არსებული საგზაო საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა. თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზა უერთდება კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას და წარმოადგენს თბილისთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს.

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 32.4 მილიონ ლარამდეა და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და მათი დასრულება იგეგმება 2027 წელს.

დეპარტამენტი განაგრძობს სამუშაოების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ხარისხიანად და დროულად განხორციელება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები