ლაშა ფარულავა - გიორგი ბარამიძემ ბოდიში მოიხადა - რაც ჩვენ პროკურატურის მხრიდან მოვისმინეთ, წმინდა პოლიტიკური დევნაა, როცა ადამიანს რუსეთში დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს 6.6 წელი და აქ იგივე ბრალს უყენებენ, ყველაფერი ნათელია

როდესაც ადამიანს, რუსეთში დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს 6.6 წელი და აქ, იგივე ბრალს უყენებენ, ყველაფერი ნათელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ფარულავამ მისი თანაპარტიელის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გიორგი ბარამიძის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„გია ბარამიძის განცხადებებთან დაკავშირებით იყო ვნებათაღელვა. თავად გიორგი ბარამიძემ დააზუსტა, თუ რას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, ის არ შეიცავს სისხლის სამართლის გამოძიების საფუძვლებს, ბოდიშიც მოიხადა ადამიანმა, რომ მათ შორის, ეს კონტექსტი უხერხული იყო ყველასთვის. რაც ჩვენ პროკურატურის მხრიდან მოვისმინეთ, წმინდა პოლიტიკური დევნაა. როდესაც ადამიანს რუსეთში დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს 6.6 წელი და აქ იგივე ბრალს უყენებენ, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა ფარულავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები