Reuters - ლიბიის ეროვნული ნავთობის კორპორაცია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებას აპირებს, თუ მასზე დრონებით თავდასხმები გაგრძელდება

დრონების თავდასხმის გამო, ლიბიის ეროვნული ნავთობის კორპორაცია (NOC) ქვეყნის უდიდესი მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ზავიას“ ქარხნის სრულიად გაჩერებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

NOC-ის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ზავიას“, ტერიტორიაზე უკვე მესამე დრონი ჩამოვარდა. მსხვერპლისა და მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა კორპორაცია ხელისუფლებას დაუყოვნებლივი ჩარევისა და გამოძიებისკენ მოუწოდებს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

Reuters-ი წერს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ზავიას“, გაჩერება, რომლის წარმოების სიმძლავრე დღეში 120 000 ბარელს შეადგენს, ქვეყნის ენერგოსექტორისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

ცნობისთვის, შაბათს, გამთენიისას, დრონი „ზავიას“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაუმუშავებელი ნავთის რეზერვუარს შეეჯახა, რის შედეგადაც გაჟონვა მოხდა, რომლის კონტროლიც თანამშრომლებმა შეძლეს. ორშაბათს კი დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები