ვახტანგ კაპანაძე - ქართველი მებრძოლების გმირობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არასწორია - ჩვენ ვიბრძოლებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე, ვინ დაიწყო ომი - ომი დაიწყო რუსეთმა! რუსეთი არის ოკუპანტი!

ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა! რუსეთი არის ოკუპანტი! - ამის შესახებ შინდისის გმირების მემორიალთან, ჟურნალისტებს გენერალ-მაიორმა, „ჯერ საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მებრძოლების გმირობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არასწორია.

„ჩვენი გმირები, რომელთაც ყოველ აგვისტოს ვგლოვობთ, დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში. „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო დანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები და სხვა გმირები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლაში, შეეწირნენ შეცდომას. ჩვენ, „ჯერ საქართველოს“ წევრი ვეტერანები, ვეტერანები როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების და ბევრი მათგანი მონაწილეა უშუალოდ ამ ბრძოლების, ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართველი მებრძოლების გმირობის, მიგვაჩნია არასწორად. ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს საუბარი იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა! რუსეთი არის ოკუპანტი! ქართველი გმირები დაეცნენ იმ მიწისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენი მამა- პაპათა კუბოს ფიცარი იყო. დიდება ქართულ ჯარს! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!“ - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები