ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ყოველი ნაბიჯი: ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთ კორეული აღჭურვილობის შემოტანა, მობილიზაციისთვის მზადება აჩვენებს, რომ მოსკოვი არა მშვიდობისთვის, არამედ ესკალაციისთვის ემზადება

ზაპოროჟიეზე დარტყმა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებით“ და მართვადი საჰაერო ბომბებით განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეაგირების სამუშაოები გუშინ ღამიდან მიმდინარეობს.

„ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელიც გათვლილი იყო მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, კიევში, სარაკეტო დარტყმამ ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს შენობა და ბიზნეს ობიექტები დააზიანა.

„დრონების ტერორი პრაქტიკულად ყოველდღე გრძელდება. ხერსონსა და ხარკოვში ღამით ქვესადგურები დაბომბეს, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ყველა სამსახური მუშაობს ოჯახებისთვის ელექტროენერგიის აღსადგენად. დონეცკის, დნეპრისა და ნიკოლაევის ოლქებსაც დაარტყეს. რაკეტების გარდა, უკრაინის წინააღმდეგ 120-ზე მეტი დრონი გამოიყენეს, რომელთა უმეტესობა რეაქტიული ძრავებით მომუშავე „შაჰედები“ იყო“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი - ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთ კორეული აღჭურვილობის შემოტანა, მობილიზაციისთვის მზადება - ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მოსკოვი არა მშვიდობისთვის, არამედ ესკალაციისთვის ემზადება.

„მსოფლიომ კი ახლავე უნდა უპასუხოს და არა დაელოდოს. მეტი სანქციები კონკრეტულად იმ საწარმოებზე, რომლებიც რუსეთის ომს უწყობენ ხელს, მეტი საჰაერო თავდაცვის დახმარება უკრაინისთვის - ეს ყველაფერი საჭიროა მშვიდობისთვის შანსის მისაცემად“, - აცხადებს ზელენსკი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები