ირაკლი კუპრაძე - ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნით, ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირი ტერორიზმის ბრალი და ეს არის გამოგონილი ივანიშვილის, კობახიძის და ანტიეროვნული „ოცნების“ მხრიდან

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის დასკვნით დოკუმენტებსა და ანალიტიკურ შეფასებებში დასტურდება, რომ ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირი ტერორიზმის ბრალი, ეს არის გამოგონილი, მხოლოდ პროპაგანდაზე ორიენტირებული ბრალდება ივანიშვილის, კობახიძის და ანტიეროვნული „ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება.

მისივე თქმით, „თვეების განმავლობაში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია“.

„ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის დასკვნით დოკუმენტებში, ანალიტიკურ შეფასებებში დასტურდება, რომ ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირი ტერორიზმის ბრალი, ეს არის გამოგონილი, მხოლოდ პროპაგანდაზე ორიენტირებული ბრალდება, ივანიშვილის, კობახიძის და ანტიეროვნული ოცნების მხრიდან.

მათი მიზანია ეროვნული პოლიტიკური და პროდასავლური ძალების მარგინალიზაცია მოახდინონ“, - აღნიშნა კუპრაძემ.

ინფორმაციისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელისაშვილის პიროვნების, მისი პოლიტიკური კუთვნილების, უკანასკნელ წლებში მმართველ პარტიასთან მისი სისტემატური კონფლიქტის და სხვა კონტექსტუალური გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ელისაშვილის გამტყუნება ტერორისტული აქტის და არა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შესაძლოა, მოხდა იმის გამო, რათა სამაგალითოდ დასჯილიყო პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი და, ამასთანავე, ჩრდილი მიჰყენებოდა, როგორც საკუთრივ ელისაშვილის პიროვნებას, ისე იმ პარტიას, რომლის წევრიც ის არის, და უფრო ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მთელ პროდასავლურ ოპოზიციას.

შეგახსენებთ, 2026 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 323-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში და სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. განაჩენის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა ტერორისტული მიზნით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები