მიხეილ ყაველაშვილი - შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით - სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია

შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით - სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავია და საქართველო მარადიულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს, შინდისის გმირების მემორიალთან განუცხადა.

მისივე თქმით, შინდისის გმირებმა დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს. თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით, თავიანთი სულისკვეთებით, მებრძოლი სულით და დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას. ეს არის მაგალითი გმირობის, რომელიც მარადიულად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. სწორედ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს ამ ბიჭებით, სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავია და საქართველო მარადიულია. დიდება და პატივი მათ სულებს და მათ სახელებს! მე ვნახე შინდისის გმირების მშობლები და პირადად გადავუხადე მადლობა ასეთი ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის. ნამდვილად გვეამაყება ამ ბიჭების გმირობა. უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად უნდა ვგრძნობდეთ მათ გაკეთებულ საქმეს, რომ ჩვენს ყოფიერებაში, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ სწორედ ეს სულისკვეთება, რა სულისკვეთებითაც იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენი შინდისის გმირები. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ყველას მუდამ ახსოვდეს მათი განხორციელებული საქმე და გმირობა. დიდება და პატივი მათ!“- განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები