მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას - სანამ თქვენ  ოპოზიციაში იქნებით, ჩვენ „განწირული“ ვართ გამარჯვებისთვის - ყოველთვის ვიქნებით გამარჯვებული!

სანამ არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ეს ოპოზიცია იქნება, გამარჯვებისთვის იქნებიან განწირულები.

„სანამ ეს ძალები იქნებიან მთავარი ოპოზიციური ძალები, მანამდე „ქართული ოცნება“ და მმართველი ძალა „განწირული“ იქნება [გამარჯვებისთვის]. ვიმარჯვებთ და „განწირული“ ვართ გამარჯვებისთვის, თქვენ სანამ ოპოზიციაში იქნებით, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამარჯვებულები. სანამ არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება.

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი 2 ტერიტორია, სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მორალური და სამართლებრივი საქართველო ამ სახელმწიფოსთან მართალია. რაზე აქვთ ამათ [ოპოზიციას] აქცენტი? იცით, როგორ უნდა დააყენონ საკითხი? ჩვენ თითქოს რუსეთის და რუსი ხალხის ინტერესებზე ვსაუბრობთ. არა! ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. აგვისტოს დღეებში, ამ ბიჭებმა, გმირობა ჩაიდინეს, ჩვენ მაშინ ხელისუფლება გვყავდა, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნია სახელმწიფოს და ხალხის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ ჩაიდინეს უგუნური ქმედება, დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინაშე. ეს საკითხები რომ არ გაჟღერდეს და ხალხმა რომ არ გაიგოს სიმართლე, ამიტომ შემოაქვთ ეს თემა, "აი, რუსეთმა დაიწყო ომი, თუ საქართველომ". ეს არის უბედურება! არ უნდათ ქართველმა ხალხმა იცოდეს სრული სიმართლე, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ.. [საუბრობენ], რომ „საქართველოს აყენებენ შეურაცხყოფას“, "საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას" და ასე შემდეგ, რათა არ გავიგოთ დეტალები“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები