მიხეილ ყაველაშვილი - შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ, ეს უსირცხვილოები, ეს ნაძირალები დაუთბნენ მტერს, მიყიდეს ობიექტები, გააწევრიანეს მსო-ში, კულტურის მუშაკები ამღერეს მოსკოვში - გამორიცხულია, ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოუშვან

როგორც შეიძლება დღეს, 18 წელი გავიდა და მე, ხელისუფლებას მომიწოდებდე, დარბოდე ანწუხელიძის პლაკატებით და ორი წლის თავზე შენ ტაშს უკრავდი, ლარსზე ედექი რუს ტურისტებს, სტრატეგიული ობიექტები მიყიდე, ცალმხრივად რეჟიმი გააუქმე და ინვესტიციებს ითხოვდი რუსებისგან - ჩვენი ომის, ამ შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ, ეს უსირცხვილოები, ეს ნაძირალები დაუთბნენ მტერს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხულია შინდისის გმირების პატრონებმა მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში მოუშვან.

„როგორც შეიძლება დღეს, 18 წელი გავიდა, მე, ხელისუფლებას მომიწოდებდე, დარბოდე ანწუხელიძის პლაკატებით და ორი წლის თავზე შენ ტაშს უკრავდი, ლარსზე ედექი რუს ტურისტებს, სტრატეგიული ობიექტები მიყიდე, ცალმხრივად რეჟიმი გააუქმე და ინვესტიციებს ითხოვდი რუსებისგან. ეს ქალბატონები და ბატონები, კულტურის მუშაკები, კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსებს. ჩვენი ომის შემდეგ მაქვს საუბარი. როცა სამშობლო გაწუხებს, წარმოუდგენელია მსგავსი ქმედებები.

ჩვენი ომის, ამ შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ, ეს უსირცხვილოები, ეს ნაძირალები დაუთბნენ მტერს, მიყიდეს ობიექტები, გააწევრიანეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, კულტურის მუშაკები გააგზავნეს და ამღერეს მოსკოვში. ეს ადამიანები ამას აკეთებდნენ და მეტი რა პასუხი სჭირდება. საზოგადოებას მგონი კარგად აქვს ეს ყველაფერი გაცნობიერებული.

დღეს გამორიცხულია ამ ბიჭების პატრონებმა მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში მოუშვან. “განწირულები” ვართ გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული. წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები