მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ ეს სახელმწიფო, რუსეთი ვამხილეთ, რომ ის არის ოკუპაციის განმახორციელებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენს წინაშე - ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი! ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ

ჩვენ ეს სახელმწიფო, რუსეთი ვამხილეთ, რომ ის არის ოკუპაციის განმახორციელებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენს წინაშე - ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი, ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი 2 ტერიტორია და მათ სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

„ჩვენ ეს სახელმწიფო რუსეთი ვამხილეთ, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენს წინაშე. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი 2 ტერიტორია, სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მორალური და სამართლებრივი საქართველო ამ სახელმწიფოსთან მართალია. რაზე აქვთ ამათ [ოპოზიციას] აქცენტი? იცით, როგორ უნდა დააყენონ საკითხი? ჩვენ თითქოს რუსეთის და რუსი ხალხის ინტერესებზე ვსაუბრობთ. არა! ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. აგვისტოს დღეებში, ამ ბიჭებმა, გმირობა ჩაიდინეს, ჩვენ მაშინ ხელისუფლება გვყავდა, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნია სახელმწიფოს და ხალხის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ ჩაიდინეს უგუნური ქმედება, დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინაშე. ეს საკითხები რომ არ გაჟღერდეს და ხალხმა რომ არ გაიგოს სიმართლე, ამიტომ შემოაქვთ ეს თემა, "აი, რუსეთმა დაიწყო ომი, თუ საქართველომ". ეს არის უბედურება! არ უნდათ ქართველმა ხალხმა იცოდეს სრული სიმართლე, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ.. [საუბრობენ], რომ „საქართველოს აყენებენ შეურაცხყოფას“, "საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას" და ასე შემდეგ, რათა არ გავიგოთ დეტალები. ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი [რუსეთზე], ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ [რუსეთს]. ხომ ვისაუბრე რუსეთსა და არსებულ ვითარებაზე...

დღევანდელ ხელისუფლებას უფრო მეტი მორალური უფლება გვაქვს, რომ დღეს ჩვენ გამოვაცხადოთ მობილიზაცია, თავდაცვის ძალების მობილიზაცია გავაკეთოთ და დავიწყოთ ტერიტორიების დაბრუნება, მობილიზაციით და მასშტაბური სამხედრო ოპერაციებით დავიწყოთ ეს ყველაფერი. ჩვენ მართლები ვართ, მორალური უფლება გვაქვს, მაგრამ ამას რა შეიძლება მოყვეს ამის გაფიქრება და გააზრება, როცა არ შეგიძლია, ან იცი და დავალებას ასრულებ, რომ ასეთ შედეგს რა შეიძლება მოჰყვეს, ამაზე აქვთ აქცენტი რომ აბა, რა მართლები ვიყავით...დღეს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით აქ მოქმედებას! ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები