ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება, ზუსტად ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა

საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება. ზუსტად ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, დაიწყო თუ არა წინა ხელისუფლებამ და შესაბამისად, საქართველომ აგვისტოს ომი.

როგორც მან აღნიშნა, ჯარისკაცები ყოველთვის მზად იყვნენ, არიან და იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები და ყოველ ჯერზე, საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ.

„18 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. ამ ბიჭების, ქართველი ჯარისკაცების ბრძოლიდან, მათი გმირობიდან და ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, ქართველი ჯარისკაცის გმირობისა და იმ თავდადებისა, რომელსაც ქართული ჯარი იჩენს საკუთარი სამშობლოს მიმართ.

საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება. ზუსტად ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ამ ბიჭებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ჯარისკაცები ყოველთვის მზად იყვნენ, არიან და იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები და ყოველ ჯერზე, საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ.

სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება და საქართველოს ჰყავდა მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ და უგუნურები იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებდნენ.

ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა სასამართლოში დაემტკიცებინა ჩვენი ჯარისკაცების სიმართლე, დაემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები