CNN - სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სირიის სასამართლომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულებისთვის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და მის უმცროს ძმას მაჰერ ალ-ასადს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა.

სასამართლოს წინაშე წარსდგა ასადის ბიძაშვილი ატეფ ნაჯიბი, რომელსაც დარაას პროვინციაში სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

ნაჯიბი 2011 წლის შემდეგ დარააში პოლიტიკური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წლის დეკემბერში დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი უმცროს ძმასთან ერთად რუსეთში გაიქცა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები