მედია - სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის მზად არ არის

სამხრეთ კორეის მთავრობა ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინის მიერ საჰაერო თავდაცვისა და სხვა სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას უკრაინული მედია The Korea Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამხრეთ კორეის მიერ ნებისმიერი ქვეყნისთვის თავდაცვითი მასალების მიწოდება ყოველთვის ხორციელდებოდა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად. მთავრობამ უკრაინას მხარდაჭერა შესთავაზა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვასა და განათლებაში და გააგრძელებს იმ ზომების განხილვას, რომლებიც მიმართულია უკრაინის დახმარებისკენ მშვიდობის აღდგენასა და ქვეყნის აღდგენაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მედიასთან საუბარში.

მან ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პოლიტიკას იცავს, ამავდროულად, თავს იკავებს ლეტალური იარაღის მიწოდებისგან.

ოფიციალურმა პირმა ამ განცხადებით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარების განლაგებას გეგმავს.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა პირდაპირ გავლენას ახდენს სამხრეთ კორეის უსაფრთხოებაზე და გაეროს რეზოლუციებს არღვევს.

„ჩვენი მთავრობის პოზიციაა, რომ ეს თანამშრომლობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი კონტინგენტის განლაგებას გეგმავს. ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის ისტორიაში, როდესაც მათ უკანა ხაზზე განლაგებული სტრატეგიული ნაწილი აღარ ჰყავთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ომის წარმოება ჩრდილოეთ კორეიდან ძალების შევსების გარეშე არ შეუძლიათ. ახლა საკუთარ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი კონტინგენტის განთავსებისთვის ემზადებიან. მათ ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი ბალისტიკური ტექნიკაც მიიღეს. მსოფლიოში ყველა უნდა მიხვდეს, თუ რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები