ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს კითხვაზე, რა იგულისხმება მიხაილ გალუზინის განცხადებაში - არ ვიცი, ჩადით და ჰკითხეთ - 2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს

ჩვენი მიზანი, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და იმედი გვაქვს, პოლიტიკური ცვლილებების კვალად, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებას, სადაც გალუზინი ამბობს, რომ „რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან“.

მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტია.

„იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს გასაგები მიზეზების გამო, ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება.

ჩვენი მიზანი, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და იმედი გვაქვს, პოლიტიკური ცვლილებების კვალად, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტია“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვას, რა იგულისხმება გალუზინის განცხადებაში, პრემიერი პასუხობს: „არ ვიცი, ჩადით და ჰკითხეთ“.

„2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს. დიახ, თქვენ გიშვებთ, თქვენ პარტიას ვგულისხმობ“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ "რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან". მისი თქმით, თბილისზე "უპრეცედენტო გარე ზეწოლამ" და "ულტიმატუმებმა", რომ მოსკოვთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა.

ამასთან, განმარტა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს „საფუძვლად მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები უდევს“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები